წესები და პირობები
წესები და პირობები
დამკვეთი უკვეთავს, ხოლო შემსრულებელი მომსახურებას უწევს დამკვეთს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით (შემდგომში „მომსახურება“).
- მომსახურების დეტალური აღწერილობა:
- დამკვეთი უკვეთავს მომსახურების შემსრულებელს მის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ პროდუქციიდან სასურველს, ხოლო შემსრულებელი უწევს მომსახურებას, რომელიც მოიცავს დამკვეთის მიერ მითითებული პროდუქციის შეძენას და შემდგომ დამკვეთისათვის მიწოდებას ან/და სხვა ფორმით გადაცემას, იმ პირობების მიხედვით, რაც მითითებული იქნება Fardi.ge-ს ოფიციალური ვებ გვერდზე კონკრეტული პროდუქტის/ნივთის შესახებ ინფორმაციაში.
- შეკვეთა შეიძლება განხორციელდეს Fardi.ge-ს ოფიციალური ვებგვერდზე შექმნილი ანგარიშიდან.
- ვებ გვერდზე შეთავაზებული მომსახურებებიდან დამკვეთი თავად ირჩევს მომსახურების ტიპს Fardi.ge-ს მიერ შეთავაზებული და სასურველი პირობებით და შესაბამისად არჩეული მომსახურების ტიპის მიხედვით ახდენს ანგარიშსწორებას
- შემსრულების ოფიციალურ ვებ გვერდზე პროდუქციის შესახებ განთავსებული ინფორმაცია არის დეტალური და შეესაბამება პროდუქციის რეალურ მონაცემებს და რომლის სიზუსტეზეც გარანტიას გასცემს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შემსრულებელი.
შეკვეთის განხორციელება
- დამკვეთი არჩევს პროდუქციას და ნიშნავს მას. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა განხორციელდება ვებგვერდიდან დამკვეთი ზუსტად აწვდის ინფორმაციას მომსახურების შემსრულებელს
- აღსანიშნავია ის გარემოება, რომ Fardi.ge იცავს თქვენ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედების კონფიდენციალურობას,რომელიც ეხება Fardi.ge -სთან ურთიერთობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მესამე პირებს არ გადასცემს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის, რომ ge -სთან მიმართებაში კონკრეტულად ანგარიშის მფლობელი/დამკვეთი იყოს საკონტაქტო პირი.
- მიწოდების ვადები:
- ge უზრუნველყობს თქვენი პროდუქციის მიწოდებას უფასოდ თბილისის და რუსთავის მასშტაბით. საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ინდივიდუალურად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე
- ge უზრუნველყობს თქვენი პროდუქციის მიწოდებას 24 საათის განმავლობაში თბილისის და რუსთავის მასშტაბით. საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ინდივიდუალურად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე
- მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები:
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მთლიანი ღირებულება მითითებულია პროდუქციის მახასიათებლებთან ერთად და რომელიც მოიცავს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
- გადახდა წარმოებს მხოლოდ ონლაინ ბარათის მეშვეობით .
- მხარეთა ვალდებულებები:
შემსრულებელი ვალდებულია:
- დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა და ვადა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიხედვით მიაწოდოს დამკვეთს მის მიერ შეკვეთილი პროდუქცია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის შესაბამისად რომლის ღირებულებაც სრულად გადაუხადა შემსრულებელს.
- აცნობოს დამკვეთს უშუალოდ განხორციელებული შეკვეთასთან დაკავშირებული მომსახურების შეფერხების/ხარვეზის შესახებ ასეთ შემთხვევაში თუ შემსრულებელი შეკვეთის განხორციელებიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში არ აღმოფხვის ხარვეზს, ან არ უზრუნველყოფს პროდუქციის მიწოდებას დამკვეთისათვის, შეკვეთა გაუქმებულად ითვლება.
დამკვეთი ვალდებულია:
- დროულად მოახდინოს ანგარიშსწორება შემსრულებელთან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და შეასრულოს ამ ხელშეკრულებით დადგენილი ყველა პირობა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად
- შეკვეთის განხორციელებისას მიაწოდოს მომსახურების შემსრულებელს დეტალური ინფორმაცია მომსახურების ტიპის და სასურველი პროდუქციის შესახებ, რომლის მიხედვითაც განმხორციელდება მომსახურება.
- დაუყოვნებლივ აცნობოს წერილობით ან/და სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით პროდუქციის ხარვეზის შესახებ მომსახურების შემსრულებელს პროდუქციის მიწოდებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის განმავლობაში
- დაუბრუნოს მისთვის გადაცემული პროდუქტი მომსახურების შემსრულებელს იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი ხარვეზიანია ან/და განსხვავდება დამკვეთის წერილობითი ან/და წინამდებარე წესების მიხედვით განხორციელებული შეკვეთისგან, რომლის შემთხვევაშიც შემსრულებელი ახლიდან შეუკვეთავს დამკვეთის სასურველ პროდუქტს. აღნიშნულ შემთხვევაში წინამდებარე წესების მიხედვით შეკვეთას შემსრულებელი ახორციელებს თავისი ხარჯებით და დამატებით გონივრულ ვადებში. იმ შემთხვევაში თუ ვერ განხორციელდა ხელახალი შეკვეთა შემსრულებლის მხრიდან, შემსრულებელი დაუბრუნებს დამკვეთს მის მიერ ნივთის შეკვეთასთან დაკავშირებით გაწეულ თანხებს.
- შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პირობა იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ვებ გვერდის მეშვეობით მომსახურების შემსრულებელს მოსთხოვს/შეუკვეთავს მომსახურების შესრულებას, რაც ავტომატურად დამკვეთის თანხმობად ითვლება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე.
- იმ შემთხვევაში თუ მომსახურების შესრულებასთან დაკავშირებით გარკვეულ ხარვეზს/შეფერხებას ექნება ადგილი, რომელსაც მომსახურების შემსრულებელი აცნობებს დამკვეთს, დამკვეთს აქვს თმენის ვალდებულება იმ ვადით, რა ვადაც გათვალისწინებულია შემსრულებისათვის წინამდებარე წესების მიხედვით, რათა აღმოფხვრას პრობლემა.
- ჩაიბაროს თავისივე შეკვეთის მიხედვით შემსრულებლის მიერ მიწოდებული პროდუქტი და არ დაარღვიოს წინამდებარე წესებით გათვალისწინებული ვადები. წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტის და გადახდილი თანხის საკუთრების უფლება შესაძლოა გადავიდეს შემსრულებელთან ხელშეკრულებაში მოცემული პუნქტების მიხედვით
- იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი პროდუქტს დაუბრუნებს შემსრულებელს, ვალდებულია დაუბრუნოს იგივე მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც იგი მიიღო შემსრულებლისგან
შემსრულებელი უფლებამოსილია:
- მოსთხოვოს დამკვეთს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი იქნება მომსახურების გაწევისათვის
- იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი დაარღვევს ანგარიშსწორების ვადებს, არ გადასცეს პროდუქტი დამკვეთს სანამ არ იქნება გადახდილი მომსახურების სრული ღირებულება
- წაშალოს, შეცვალოს, დაამატოს ვებ გვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის მომხმარებელთა კომენტარები/პოსტები, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და დამკვეთის გაფრთხილების გარეშე
- დაამუშავოს ავტორიზებული მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს და მომსახურების გაწევისას მიღებული პერსონალური მონაცემები
დამკვეთი უფლებამოსილია:
- მომსახურების გაწევისას მოითხოვოს მომსახურების სტატუსი.
- მოსთხოვოს მომსახურების შემსრულებელს დაზიანებული ან/და ხარვეზის მქონე პროდუქტის ახლით შეცვლა დამკვეთისთვის კურიერის საშუალებით მიწოდებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის განმავლობაში, თუ კი მომსახურების ნაკლოვანი შესრულება/ ხარვეზის მქონე პროდუქტის მიწოდება გამომდინარეობს მომსახურების შემსრულებლის ბრალიდან. *ნაკლოვანი შესრულება მომსახურების შემსრულებლის მიერ – შემსრულებლის მიერ არასწორად ჩანიშნული პროდუქტი, დამკვეთის მიერ შეკვეთილი პროდუქტისგან განსხვავებული პროდუქტის მიწოდება
- მხარეთა პასუხისმგებლობა:
- მხარეების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებს
- იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი პროდუქტს არ ჩაიბარებს მისი ჩაბარების შესაძლო თარიღიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში, დამკვეთს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და პროდუქტი
- იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთს გადახდილი აქვს სრული ოდენობა და არ იბარებს პროდუქტს მისთვის პროდუქტის გადაცემის შესაძლო თარიღიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში და არც უკავშირდება (ნებისმიერი ფორმით) შემსრულებელს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, შემსრულებლის საკუთრებაში რჩება გადახდილი თანხაც და პროდუქტიც.
- ფორს-მაჟორი:
- მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან თუ კი შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებიდან გამომდინარე
- ფორს-მაჟორულ გარემოებად ითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი გარემოება, სიტუაცია, რომელიც გამოწვეულია დაუძლეველი ძალით და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია (ნებისმიერი სტიქიური მოვლენა, გაფიცვები, ომები და ა.შ.)
- ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას მხარეები ვალდებულნი არიან მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა ასეთ გარემოებათა შედეგების აღმოსაფხვრელად.
- ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას მხარეების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების დასრულებამდე ან/და გაგრძელდება იმ ვადით, რა დროითაც გრძელდებოდა ფორს-მაჟორული გარემოებები, მაგრამ არა უგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული თვისა
- გამოხმაურება ვაკანსიაზე სამსახურში მიღების შესახებ
- მოხარულნი ვართ, რომ თქვენ გამოიჩინეთ ჩვენისდამი ინტერესი და შემოიტანეთ განაცხადი ან თანამდებობაზე პრეტენდენტობის კანდიდატი ხართ ჩვენს კომპანიაში. ქვემოთ ჩვენ გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ეხება თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე თქვენს გამოხმაურებასთან დაკავშირებით.
- ჩვენ ვამუშავებთ იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენ წარმოგვიდგინეთ/მოგვაწოდეთ თქვენს გამოხმაურებასთან დაკავშირებით, რათა შევაფასოთ შეეფერებით თუ არა თქვენ ამ თანამდებობას (ან, თუ გამოსაყენებელია, სხვა ღია ვაკანსიებისთვის ჩვენს კომპანიაში) და შევასრულოთ ვაკანსიის დაკავებაზე განაცხადის შეტანის პროცედურა.
- განაცხადის უარყოფის შემთხვევაში კანდიდატის მონაცემები უნდა წაიშალოს 6 თვის განმავლობაში.
- თუ თქვენ მიღებულნი ხართ თანამდებობაზე განაცხადის შეტანის პროცესში, მონაცემები კანდიდატის მონაცემთა სისტემიდან იქნება გადატანილი პერსონალის შესახებ ჩვენს საინფორმაციო სისტემაში.
- არსობრივად, თქვენი მონაცემები მიეწოდება მხოლოდ იმ პირებს კომპანიაში, რომლებსაც ისინი სჭირდებათ ვაკანსიაზე გამოხმაურების პროცედურის სათანადო შესრულებისთვის.
- 8. ხელშეკრულების დამატებითი პირობები:
- მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით.
- მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა დარეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
- წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ საკითხთან და მომსახურებასთან დაკავშირებით ნებისმიერ მიმოწერას აქვს იურიდიული ძალა. ნებისმიერი მიმოწერა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონულად ელ.ფოსტის ან/და ფოსტის საშუალებით. აღნიშნული კომუნიკაციის დამადასტურებელი ჩანაწერები ინახება შემსრულებლის მიერ, რომელიც მიმართულია მხარეთა შორის მომავალში შესაძლო შექმნილი გარემოების შესახებ.