ჩვენ შესახებ

კომპანია ,,Fardi Medicals’’დაარსდა 2014 წელს და წარმოადგენს ბრიტანული ამავე დასახელების კომპანიისპარტნიორს საქართველოში.კომპანია ,,Fardi Medicals’’-ის საქმიანობას წარმოადგენს ეთიკური პრომოციის სტანდარტებზე დაყრდნობით იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.
პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.
კომპანიის პროდუქციის პორთფოლიო, რომელიც ყოველწლიურად იზრდება გათვლილია იმაზე, რომ დააკმაყოფილოს მომხმარებლის ფართო სპექტრი და შეთავაზოს მათ ევროპული ხარისხის თანამედროვე სტანდარტებზე დაყრდნობით წარმოებული სამკურნალო და კოსმეტოლოგიური პროდუქცია. კომპანია საუკეთესო გუნდით ორიენტრებულია მომხმარებელზე და ხარისხზე.

მისია / ღირებულებები

კომპანია ,,Fardi Madicals’’-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს:

  • გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, რომელიც მუდმივად იდგება მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სილამაზის სადარაჯოზე
  • იყოს ხარისხის, უსაფრთხოების, ეფექტურობის და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდების მყარი გარანტი
  • იყოს ღია უწყვეტი განვითარებისთვის კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით

კომპანია ,,Fardi medicals’’-ის გრძელვადიანი წარმატება დამოკიდებულია მის ღირებულებებზე.  კომპანიის ღირებულებებს წარმოადგენს: ხარისხი, გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა და პატივისცემა მომხმარებლის მიმართ, სანდოობა და მუდმივი განვითარება

კომპანიის სამკურნალო თუ ესთეტიკური ნაწილის პრიორიტეტს საბოლოო ჯამში წარმოადგენს მომხმარებელი, პაციენტი. ამიტომ კომპანიის პოზიციაა მომხმარებლის მოლოდინების გამართლება და გადაჭარბება.

ყოველდღიურ საქმიანობაში მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციებული ქმედებები სრულად ეფუძნება აღნიშნულ ღირებულებებს