MUSCLEBIG REAFIRMANTE SERUM INTENSIVE

 ხელს უწყობს კუნთოვანი ჯგუფების განვითარებას და ფორმირებას გამამკვრივებელი ეფექტით

ვრცლად

MUSCLEBIG REAFIRMANTE SERUM INTENSIVE, თავის შემადგენლობაში აერთიანებს ელემენტებს, რომლებიც კრებსის ციკლის შუამავალია; უწყობს რა ხელს უჯრედულ მეტაბოლიზმს, ის ეხმარება არამხოლოდ კუნთოვანი ჯგუფების აღდგენას ვარჯიშის დროს, არამედ ხელს უწყობს მის განვითარებას და ფორმირებას გამამკვრივებელი ეფექტით.

მისი ზოგადი გამაძლიერებელი მოქმედება განპირობებულია მისი თითოეული კომპონენტის ინდივიდუალური ზემოქმედებით: რეგენერაციული / აღმდგენი / დამატენიანებელი, ანტიოქსიდანტური და უჯრედული მეტაბოლიზმის დამცავი; საბოლოო შედეგი არის გამამკვრივებელი ეფექტი. მისი გამოყენება შესაძლებელია ცალკე ან  Serum Intensive ხაზის სხვა საშუალებებთან ერთად.

მითითება:

სპორტული მედიცინა, როგორც სასწავლო პროგრამის შემადგენელი, ავსებს კუნთების მასის სინთეზს: მომატებული ძალა,  მდგრადობა და კუნთის სიძლიერე, ფიზიკური ვარჯიშების მიმართ ადაპტაცია, კუნთების დაღლილობის შემცირება, კუნთოვანი ბოჭკოებიდან ჟანგბადის მოხმარების მიმართ ადაპტაცია.

კოსმეტიკური მედიცინა, როგორც მოდუნების საწინააღმდეგო საშუალება სხეულის გასამკვრივებლად. კუნთების მასის ოპტიმალურად შენარჩუნების მიზნით, წონის დაკარგვის დამატებითი სამკურნალო საშუალება.

გამოყენების წესი:

კვირაში 1-3 ამპულამდე ნებისმიერი შემდეგი  გზით: ინტრამუსკულარული ან მეზოთერაპიული.

 

დატოვეთ კომენტარი