DNA 3
-
მაღალი ჰიდრატაცია
-
სამმაგი მოქმედება გამაახალგაზრდავებელი მკურნალობისათვის
-
ანტი ოქსიდანტი
-
რეგენერაცია
-
გამკვრივება
-
კანის დამცველობითი ფუნქცია
-
ნაწიბურების მკურნალობა
ვრცლად
სტერილური, იზოტონური და არაპიროგენური ხსნარი ფიზიოლოგიური ph-ით, ულტრადამატენიანებელი, გამაახალგაზრდავებლი, ანტიოქსიდანტური და დაბერების საწინააღმდეგო ეფექტით.
DNA 3 – ასაკსაწინააღმდეგო და დამჭიმავი ეფექტი Simildiet-ის სახის ხაზის სრულყოფილი ინტეგრაციაა; ასევე იდეალურია დეკოლტესა და ხელებისათვის.
შემადგენლობა: ჰიალურონის მჟავა 1%, დეოქსირიბონუკლეინის მჟავა 1%, წყალში ხსნადი კოლაგენი 1%
მოქმედების მექანიზმი:
ჰიალურონის მჟავა:
ნივთიერება, რომელსაც აქვს გარემოდან წყლის მაღალი აბსორბციის უნარი და გამოიყენება არა მხოლოდ დატენიანების მიზნით, არამედ გამოხატული ნაოჭების შესავსებად.
დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა: (DNA):
აჩერებს კოლაგენისა და ელასტინის დეგრადაციას, გააჩნია ანტიოქსიდანტური ფუნქცია. შესანიშნავია კანის რეგენერაციისათვის, განსაკუთრებით ასაკოვანი და მზისგან დაზიანებული კანისათვის.
წყალში ხსნადი კოლაგენი:
კოლაგენი კანის ფუნდამენტური სტრუქტურული ელემენტია. ის ამკვრივებს, ამშვიდებს და არბილებს ეპიდერმისს.
გამოყენების წესი:
ზოგადი გამოყენება ხდება შემდეგი სიხშირით:
- კვირაში ერთელ 4 კვირის განმავლობაში.
- 2 კვირაშ ერთხელ 1 თვის განმავლობაში.
- 1 თვიანი პროცედურა ექიმისა და პაციენტის კრიტერიუმების შესაბამისად.
- ტექნიკა: კლასიკური მეზოთერაპია და ელექტროფორეზი.
გამოყენების უსაფრთხოების ზომები:
DNA 3 – კომპონენტები მიღებულია ზღვის მცენარეების ბიო-სინთეზისა და ბიო-ფერმენტაციის გზით, რაც გამორიცხავს ალერგიული რეაქციების რისკს.
DNA 3 არ შეიცავს არანაირ ცხოველურ მოლეკულებს.
დაშვების და უშიშროების ზომები თავმოყრილია უსაფრთხოების ფურცელზე 91/155/CE მითითების შესაბამისად.
სტანდარტული ტესტები ადასტურებენ რომ პროდუქტი შეიძება გამოყენებულ იქნას კოსმეტოლოგიაში.
ვადა: გაუხსნელ მდგომარეობაში ინახება 3 წლის განმავლობაში. გახსნილი ინახება 2 დღე.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, არა სიცივეში.