ვიტალინკ D3 ფორტე / VITALINK D3 FORTE

37.00

მზის სხივი ყოველ გამოფრქვევაში

  • სპრეის გამოშვების ფორმა სწრაფად და დანაკარგის გარეშე აითვისება, რაც სწრაფ და აბსოლუტურ შედეგს განაპირობებს

  • სპრეის ფორმა ზუსტი დოზირების განსაზღვრის საშუალებას იძლევა და ჰიგიენურად გამოსაყენებელია

  • არ შეიცავს შაქარს, გლუტენს, რძის ნარჩენ პროდუქტებს, საღებავებს და

    კონსერვანტებს

  • მისაღებად კომფორტული (გამოსაყენებლად მარტივი, სასიამოვნო ბანანის არომატით,

    ერთჯერადი სადღეღამისო დოზირების მეთოდით, მიიღება  კვებისგან დამოუკიდებლად)

  • 1 ფლაკონი აკმაყოფილებს ხანგრძლივი მკურნალობის კურსს

49 საწყობშია

ვიტალინკ D3 ფორტე / VITALINK D3 FORTE

37.00

ვრცლად

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი,  ვიტამინის  დეფიციტის შემავსებელი პრეპარატი

შემადგენლობა:

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 400 სე

დამატკბობლად შეიცავს სუკრალოზას

არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტეინს, არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; ვიტამინი D, ხელს უწყობს ძვლოვან ქსოვილში კალციუმის სრულფასოვან განაწილებას და იცავს კანს მზის UV სხივების მავნე რადიაციული ზემოქმედებისგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის, პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის

ჩვენება:

  • ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა
  • რაქიტის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია
  • ჰიპოკალცემიური ტეტანია
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია
  • მალაბსორბცია
  • ლაქტაზის აუტანლობა
  • პოსტმენოპაუზური პერიოდი
  • ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის კომპლექსური თერაპია (როგორც დამხმარე საშუალება)
  • ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
  • ვიტამინი D-ს დეფიციტით გამოწვეული სხვა დაავადებების მკუნალობა (როგორც დამხმარე საშუალება)

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

1 დოზირებული შესხურება 1 ჯერ დღეში .

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას წყვეტს ექიმი პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის შერევა შესაძლოა ნებისმიერ სითხესთან

გვერდითი მოვლენები:
დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

გამოშვების ფორმა:
ორალური სპრეი 10 მლ, თვითოეული შესხურება 10 მკგ (400 სე) D ვიტამინის ექვივალენტური.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  კოლოფზე

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ. საკვები დანამატი

 მწარმოებელი კომპანია: Pharmalink, ესპანეთი

კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

 

დატოვეთ კომენტარი