ნეო პეკეს სუერო + / neo peques Suero+

29.90

გემრიელი ელექტროლიტები ბავშვებისთვის

  • შემადგენლობიდან გამომდინარე გააჩნია ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი

  • გელის კონსისტენციის შიგთავსის გამო ღებინების დროს უკუამოღების  რისკი არ არსებობს

  • დამატკბობელად სუკრალოზას შემცველობა და ოქროსფერი მალინის არომატი ბავშვებისთვის სასიამოვნოდ მისაღებს ხდის პროდუქციას

  • მცირე მოცულობა, მზა გამოშვების ფორმა განაპირობებს მიღების კომფორტულობას

100 საწყობშია

ნეო პეკეს სუერო + / neo peques Suero+

29.90

ვრცლად

კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი : ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები / გასტროენტეროლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები

შემადგენლობა: 1 პაკეტი (50 მლ):  ენერგეტიკული ღირებულება 3,20 კკალ/ 13,60 კჯ, კარბონჰიდრატი 0,8 გ,           გლუკოზა 0,8 გ, ცილები 0 გ, ცხიმები 0 გ, K+ 39,10 მგ, Na+ 65,52 მგ, Cl- 88,63 მგ, მარილები 0,09 გ
შემადგენლობა მოსმ/ლ:  გლუკოზა 80, ნატრიუმი (Na+) 60, ქლორი (Cl-) 50, კალიუმი (K+) 20, ციტრატი 10, საერთო ოსმოლარობა 220 მოსმ/ლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი თავისი საუკეთესო შემადგენლობით აკმაყოფილებს ESPGHAN მოთხოვნილებას.
გლუკოზის დაბალი შემცველობის გამო პრეპარატი ხასიათდება ჰიპოოსმოლარული თვისებით
დამატკბობელად შემადგენლობაში შეიცავს სუკრალოზას – ყველაზე ტკბილ შაქარს და ამიტომ პრეპარატის გამოყენება დიაბეტიან პაციენტებში დასაშვებია
გელისებური კონსისტენციიდან გამომდინარე ღრმად ჩადის კუჭში და ღებინების დროს არ არის საშიშროება მისი უკუამოღების, ამიტომ არ საჭიროებს ყლუპ-ყლუპ მიღებას
სწრაფად აღადგენს დეჰიდრატაციის დროს დაკარგული ელექტროლიტების რაოდენობას, გააჩნია სასიამოვნო ხილის არომატი და მისაღებად კომფორტულია

ჩვენება:

  • წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის კორექცია, ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს
  • აციდოზის კორექცია ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს
  • ტემპერატურული რეაქცია

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
ასაკის მიუხედავად სიმძიმის მიხედვით 1-3 პაკეტი დღეში

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით

გამოყენების წესი:
– პაკეტი არ საჭიროებს წყალში ან რაიმე სითხეში განზავებას
– პაკეტის პირდაპირ გამოყენება შესაძლებელია.
– პაკეტის შიგთავსი მიიღება როგორც ყლუპ – ყლუპად ასევე მთლიანი პაკეტი ერთიანად პაციენტის
სურვილის მიხედვით

გამოშვების ფორმა:
50 მლ პაკეტი გელის კონსისტენციის შიგთავსით № 5 (250 მლ)
ოქროსფერი მალინის არომატით

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღების შემთხვევაში ორგანიზმი ივსება ელექტროლიტებით, ხოლო წყლის დეფიციტის შესავსებად შესაძლებელია ნებისმიერი სითხის გამოყენება ( სასმელი წყლის ჩათვლით)

შენახვის პირობები და ვადები:
პაკეტი ინახება გახსნილ მდგომარეობაში 25 C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნილი პაკეტი ვარგისია 24 საათის მანძილზე.

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

დატოვეთ კომენტარი