ნეო პეკეს კალციუმ + გამი/ neo peques K2ALCIUM+GUMMIES

     ძლიერი ძვლები ძლიერი ბავშვებისთის

  • საუკეთესო შემადგენლობით ერთდროულად აღადგენს სამივე კომპონენტის (Ca, D3 და K2) დონეს ორგანიზმში, რაც მნიშვნელოვანია ძვლებისა და კბილების მინერალიზაციისთვის

  • Ca ტრიფოსფატის   შემცველობის გამო:

  • აბსოლუტურად  აითვისება ორგანიზმის მიერ და საუკეთესო შედეგს ავლენს

  • არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს

  • მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად

  • ვიტამინი D3 შემცველობის გამო ეფექტურად აითვისება Ca რაც საუკეთსო ეფექტს განაპირობებს

  • ვიტამინი K2 შემცველობის გამო Ca მიზანმიმართულად მიემართება ძვლებისკენ, რაც ხელს უწყობს პრეპარატის ძვლის და კბილის მინერალიზაციაში ეფექტურ მონაწილეობას

  • ბავშვებისთვის საინტერესო გამოშვების ფორმის გემრიელი გამი მისაღებად სასიმოვნოა

  • 1 ჯერადი სადღეღამისო დოზირების მეთოდი მიღების კომფორტულობას განაპირობებს

ვრცლად

კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი :   ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი, კალციუმის დეფიციტის შემავსებელი კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატები

შემადგენლობა: Ca ტრიფოსფატი Ca3(PO4)2 – 588,25 მგ, ვიტამინი D3, ქოლეკალციფეროლი  – 0,85მგ, მენაქინონი K2 – 6,25მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ძლიერი ძვლებისა და ჯანსაღი კბილების  განვითარებაში პრეპარატის მონაწილეობას განაპირობებს შემადგენლობაში არსებული Ca3(PO4)2, რომელიც იდენტურია ძვალში არსებული Ca-სა.

Ca ტრიფოსფატი  Ca3(PO4)2:

  • მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩონჩხის ძვლებისა და კბილის ემალის მინერალიზაციისთვის
  • მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესში
  • მნიშვნელოვანი კომპონენტია მიოკარდიუმის და გლუვი კუნთების აღგზნება შეკავების პროცესის რეგულირებაში
  • მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის

ვიტამინი K2(MK-7) (მენაქინონი) – ოსტეოკალცინის გააქტიურების ხარჯზე მიმართავს Ca ++ ძვლებში და კბილის ემალში, ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის წარმოქმნას და რეგენერაციას; მონაწილეობს პროტეინი GLA მატრიქსის ჩამოყალიბების პროცესში და განაპირობებს  სისხლძარღვებში და ნერწყვში  Ca ++ შებოჭვას, რაც იცავს სისხლძარღვის კედელს კალციფიკატების წარმოქმნისგან და კბილზე ნადების განვითარებას უშლის ხელს

ჩვენება:

  • Ca++ დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებში
  • Ca ++ და ვიტამინი D3 დეფიციტი არაბალანსირებული კვების დროს
  • Ca ++, D3 და K2 დეფიციტი კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს არასაკმარისი შეწოვის შედეგად განპირობებული
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • კარიესის პროფილაქტიკა ბავშვთა ასაკში
  • მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა

 მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

  • 4 წლ – 10 წლ: 1 გამი 1 X დღეში
  • 10 წლ – 18 წლ: 1 გამი 2 X დღეში

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 20 -30 დღე.  კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

 გამოშვების ფორმა:

5გ. საღეჭი ტაბლეტი, კარამელის არომატით №30. 150 გ

 შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL,  ბარსელონა, ესპანეთი

კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

დატოვეთ კომენტარი