ნეო პეკეს კალციუმ + გამი/ neo peques K2ALCIUM+GUMMIES
₾39.90
ძლიერი ძვლები ძლიერი ბავშვებისთვის
-
საუკეთესო შემადგენლობით ერთდროულად აღადგენს სამივე კომპონენტის (Ca, D3 და K2) დონეს ორგანიზმში, რაც მნიშვნელოვანია ძვლებისა და კბილების მინერალიზაციისთვის
-
Ca ტრიფოსფატის შემცველობის გამო:
-
აბსოლუტურად აითვისება ორგანიზმის მიერ და საუკეთესო შედეგს ავლენს
-
არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს
-
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად
-
ვიტამინი D3 შემცველობის გამო ეფექტურად აითვისება Ca რაც საუკეთსო ეფექტს განაპირობებს
-
ვიტამინი K2 შემცველობის გამო Ca მიზანმიმართულად მიემართება ძვლებისკენ, რაც ხელს უწყობს პრეპარატის ძვლის და კბილის მინერალიზაციაში ეფექტურ მონაწილეობას
-
ბავშვებისთვის საინტერესო გამოშვების ფორმის გემრიელი გამი მისაღებად სასიმოვნოა
-
1 ჯერადი სადღეღამისო დოზირების მეთოდი მიღების კომფორტულობას განაპირობებს
33 საწყობშია
ვრცლად
კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი : ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი, კალციუმის დეფიციტის შემავსებელი კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატები
შემადგენლობა: Ca ტრიფოსფატი Ca3(PO4)2 – 588,25 მგ, ვიტამინი D3, ქოლეკალციფეროლი – 0,85მგ, მენაქინონი K2 – 6,25მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ძლიერი ძვლებისა და ჯანსაღი კბილების განვითარებაში პრეპარატის მონაწილეობას განაპირობებს შემადგენლობაში არსებული Ca3(PO4)2, რომელიც იდენტურია ძვალში არსებული Ca-სა.
Ca ტრიფოსფატი Ca3(PO4)2:
- მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩონჩხის ძვლებისა და კბილის ემალის მინერალიზაციისთვის
- მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესში
- მნიშვნელოვანი კომპონენტია მიოკარდიუმის და გლუვი კუნთების აღგზნება შეკავების პროცესის რეგულირებაში
- მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის
ვიტამინი K2(MK-7) (მენაქინონი) – ოსტეოკალცინის გააქტიურების ხარჯზე მიმართავს Ca ++ ძვლებში და კბილის ემალში, ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის წარმოქმნას და რეგენერაციას; მონაწილეობს პროტეინი GLA მატრიქსის ჩამოყალიბების პროცესში და განაპირობებს სისხლძარღვებში და ნერწყვში Ca ++ შებოჭვას, რაც იცავს სისხლძარღვის კედელს კალციფიკატების წარმოქმნისგან და კბილზე ნადების განვითარებას უშლის ხელს
ჩვენება:
- Ca++ დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებში
- Ca ++ და ვიტამინი D3 დეფიციტი არაბალანსირებული კვების დროს
- Ca ++, D3 და K2 დეფიციტი კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს არასაკმარისი შეწოვის შედეგად განპირობებული
- ინტენსიური ზრდის პერიოდი
- კარიესის პროფილაქტიკა ბავშვთა ასაკში
- მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა
მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
- 4 წლ – 10 წლ: 1 გამი 1 X დღეში
- 10 წლ – 18 წლ: 1 გამი 2 X დღეში
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 20 -30 დღე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ
გამოშვების ფორმა:
5გ. საღეჭი ტაბლეტი, კარამელის არომატით №30. 150 გ
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე
მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი