ნეო პეკეს აპეტიტო / neo peques Apetito

43.9031.83

უვნებელი და ხანგრძლივად მომქმედი მადის მოსამატებელი მცენარეული საშუალება

  • მადას უმატებს ფიზიოლოგიურ დონეზე

  • არ მოქმედებს შიმშილის გრძნობის ცენტრზე და არ იწვევს ძილიანობას

  • არ გააჩნია მოხსნის ეფექტი, მკურნალობის ჩამთავრების შემდეგაც მადა რჩება ისეთივე როგორც მკურნალობის პროცესში

  • უვნებელი და ხანგრძლივად მოქმედი მადის მოსამატებელი მცენარეული საშუალება

არ არის მარაგში

ვრცლად

კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი :  მადის მასტიმულირებელი საშუალებები / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

შემადგენლობა: ვარდკაჭაჭა (Cichorium intybus), წყლის წიწმატი (Nasturtium officinale),  სპირულინა  (Spirulina maxima), შვრია (Avena sativa), ულუმბო (Trigonella foenum graecum), წითელი ქინინი (Cinchona pubescens),   ჟოლოს კონცენტრირებული ექსტრაქტი, აჰავას სიროფი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნეო პეკეს აპეტიტო –  კუჭის წვენის სეკრეციის გაძლიერების, ნაწლავების პერისტალტიკის გააქტიურების  და საჭმლის მონელების გაუმჯობესების ხარჯზე  უმატებს მადას, რომელიც   მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგაც გრძელდება ხანგრძლივად

ვარდკაჭაჭა, წყლის წიწმატი – ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია ფიზიოლოგიურ დონეზე  მადის მოსამატებლად. აძლიერებენ კუჭის წვენის სეკრეციას, ააქტიურებენ  ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებენ დეფეკაციის პროცესს და ამ ყველაფრის ხარჯზე ფიზიოლოგიური გზით უმატებს მადას

სპირულინა – – ბუნებრივად დაბალანსებული ვიტამინები, მინერალები და ამინომჟავებია. სპირულინაში შემავალი მინერალური მარილები არ იშლება  5 წლის მანძილზე. მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით:  A, B1, B2, B6, B12, B5, B9, E, H, Fe, Mn, Cu, Zn, Mo, Se

შვრია, ულუმბო, წითელი ქინინი – მნიშვნელოვნად ზრდიან ლაქტობაქტერიებისა და ბიფიდობაქტერიების პოპულაციებს ნაწლავში და ხელს უწყობენ მონელების პროცესს, ულუმბო წარმოადგენს ცილების ფასეულ წყაროს ორგანიზმში

ჩვენება:

  • მადის დაქვეითება
  • საჭმლის მომნელებელი წვენების არასაკმარისი სეკრეცია
  • მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების შემდგომი პერიოდი
  • წონის დეფიციტი

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

0-2  წელი: 5 მლ 1X დღეში;

2-5  წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ  1X დღეში ;

5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

ცელიაკიით დაავადებულ პაციენტებში უკუნაჩვენებია გლუტეინის მაღალი შემცველობის გამო

გამოშვების ფორმა:

150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, ჟოლოს არომატით №1

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL,  ბარსელონა, ესპანეთი

კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

დატოვეთ კომენტარი