ნეო პეკეს ყაბზობის/neo peques Transit
₾39.90
მცენარეული შემადგენლობის სიმპტომური საფაღარათე საშუალება, რომლის მოქმედება მიმართულია ყაბზობის მკურნალობის პროცესში აუცილებელი კომპონენტის – დეფეკაციის შიშის მოხსნაზე
-
აუმჯობესებს ნაწლავების მოძრაობას და საკვების მონელებას
-
ცვლის ფეკალური მასის კონსისტენციას, არბილებს მას რაოდენობაში მომატების გარეშე და ხელს უწყობს ადვილ გამოძევებას
-
აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოტორიკას
-
ამცირებს ნაწლავური გამავლობის დროის ხანგრძლივობას
-
ნაწლავის კედლის პერისტალტიკის მცირედ გაძლიერების ხარჯზე ჩნდება დეფეკაციის სურვილი
94 საწყობშია
ვრცლად
ფარმაკოლოგიური ჯგუფი : საფაღარათო საშუალება/ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
შემადგენლობა: თამარინდის ექსტრაქტი (Tamarindus Indica), გულა სოკო (Hericium Erinaceus), ვაშლის პექტინი (Malus Domestica), აჰავას სიროფი
სიროფი შექმნილია აჰავას სიროფის ბაზაზე და არ იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მომატებას
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეო პეკეს ყაბზობისთვის – მცენარეული შემადგენლობის სიმპტომური საფაღარათე საშუალებაა, რომლის მოქმედებაც მიმართულია ყაბზობის მკურნალობის პროცესში აუცილებელი კომპონენტის – დეფეკაციის შიშის მოხსნაზე: კუჭ-ნაწლავის კედლის მოტორიკის მოწესრიგებით, ფეკალური მასის კონსისტენციის შეცვლით – დარბილებით და მისი ადვილი გამოძევებით
თამარინდის ექსტრაქტი – უჯრედისის, კალიუმის და B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის ხარჯზე – ფეკალური მასის დარბილებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მოწესრიგებით და ნაწლავური გამავლობის ხანგრძლივობის შემცირებით აუმჯობესებს დეფეკაციის პროცესს
გულა სოკო, იგივე ლომის ფაფარი – პოლისაქარიდების შემცველობის ხარჯზე მონაწილეობას იღებს წვრილ ნაწლავში ამინომჟავების მეტაბოლიზმსა და უტილიზაციაში, არეგულირებს ნაწლავის ნორმალური მიკრობიოტის ბალანსს, ხელს უწყობს მსხვილი და წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას და მისი ბარიერული ფუნქციის გაუმჯობესებას – აქედან გამომდინარე ხელს უწყობს მონელების პროცესს და აუმჯობესებს დეფეკაციას
ვაშლის პექტინი – საჭმლის მომნელებელ სისტემაში სითხის და ელექტროლიტების კუმულირების ხარჯზეუზრუნველყობს ფეკალური მასის კონსისტენციის შეცვლას, დარბილებას და მის ადვილ გამოძევებას
ჩვენება: ფუნქციური ყაბზობა გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით:
- ჩვეული მენიუს შეცვლა
- არასაკმარისი უჯრედისი და სითხე მენიუში
- მარცვლეულის, ნახევრად მყარი და მყარი საკვების მიღება
- ტკივილი დეფეკაციის დროს
- საზოგადოებრივი საპირფარეშოს გამოყენების დისკომფორტი
- ნაადრევი ტუალეტის ჩვევების ჩამოყალიბება
მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
0 – 2 წელი: 5 მლ 1X დღეში
2 – 5 წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ 1X დღეში
5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად, სასურველია დილით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 15-20 დღე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ
გამოშვების ფორმა:
150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, მარწყვის არომატით №1
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე
მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი