ნეო პეკეს მგზავრობისთვის / neo peques Buen Viaje
₾43.90
ეფექტურად და უსაფრთხოდ ხსნის მგზავრობასა და მოძრაობასთან დაკავშირებულ თავბრუსხვევას, გულისრევას, ღებინებას, დისკომფორტს და საერთო სისუსტეს
-
მცენარეული შემადგენლობა უსაფრთხოებას განაპირობებს
-
არ ავლენს სედაციურ ეფექტს
-
არ იწვევს არასასიამოვნო შეგრძნებებს და საერთო სისუსტეს
-
შემადგენელი მცენარეული კომპონენტების ეფექტურობა მოძრაობასთან დაკავშირებული სიმპტომების მოსახსნელად კვლევებით არის დადასტურებული
57 საწყობშია
ვრცლად
კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი : ღებინების საწინააღმდეგო საშუალება / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
შემადგენლობა: 10 მლ შეიცავს:
ჯინჯერი (Zingiber Officinale Roscoe) 50 მგ, ბარამბო (melissa Officinale) 50 მგ, გვირილა (matricaria Recutita) 50 მგ, ვიტამინი B6 (Pyridoxine) 0.21მგ, B9 (Folate) 0,03 მგ, ლიმონის წვენი არომატიზატორად
სიროფი შექმნილია ახალმომზადებული ხილის წვენის ბაზაზე. შეიცავს შაქარს
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეო პეკეს მგზავრობისთვის – პრეპარატის მოძრაობასთან დაკავშირებული ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება დაკავშირებულია ვესტიბულურ- მხედველობითი კონფლიქტის შედეგად სისხლში მომატებული ჰისტამინის და სეროტონინის დონის შემცირებით.
ჯინჯერი (Zingiber Officinale Roscoe) – მოქმედებს როგორც ცენტრალურად ისე პერიფერიულად.
ცენტრალურად მისი მოქმედება განპირობებულია H1 ჰისტამინური და სეროტონინული რეცეპტორების ბლოკირებით.
პერიფერიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული დოფამინური D-2 რეცეპტორების ბლოკირებით.
შედეგად: დუნდება გლუვი მუსკულატურა, იხსნება კუჭ-ნაწლავის კუნთების სპაზმი, ქვეითდება კუჭ-ნაწლავის და სანერწყვე ჯირკვლების სეკრეცია და იხსნება გულისრევა და ღებინება.
ვიტამინი B6 (Pyridoxine) – ნაწლავებში სეროტონინის დონის რეგულაციით არეგულირებს ღებინებას და გულისრევის შეგრძნებას. ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის გლუვი კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას იმპულსაციის ნორმალიზების ხარჯზე
ბარამბო (melissa Officinale), გვირილა (matricaria Recutita) – სასიამოვნო სუნის მქონე მცენარეებია, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხსნის აღგზნებადობას და და არეგულირებს ღებინებას და გულისრევის შეგრძნებას
ჩვენება:
- გადაადგილებასთან და მოძრაობასთან დაკავშირებული ღებინება და გულისრევის შეგრძნება
დოზირების მეთოდი:
- 12 თვ – 14 წლამდე ბავშვებში : 1 ფლაკონი (10 მლ) მგზავრობის დაწყებამდე 15-20 წთ-ით ადრე
- განმეორებით მიღება შესაძლებელია 3 საათის ინტერვალით
- მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 7 ფლაკონი
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. შაქრის შემცველობის გამო არ გამოიყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში
გამოშვების ფორმა:
10 მლ ფლაკონში მოთავსებული სიროფი ლიმონის არომატით №7
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნისთანავე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე
მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა , ესპანეთი
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი