ნეო პეკეს ყაბზობის/neo peques Transit

39.90

მცენარეული შემადგენლობის სიმპტომური საფაღარათე საშუალება, რომლის მოქმედება მიმართულია ყაბზობის მკურნალობის პროცესში აუცილებელი კომპონენტის –  დეფეკაციის შიშის მოხსნაზე

  • აუმჯობესებს ნაწლავების მოძრაობას და საკვების მონელებას

  • ცვლის ფეკალური მასის კონსისტენციას, არბილებს მას რაოდენობაში მომატების გარეშე და ხელს უწყობს ადვილ გამოძევებას

  • აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოტორიკას

  • ამცირებს ნაწლავური გამავლობის დროის ხანგრძლივობას

  • ნაწლავის კედლის პერისტალტიკის მცირედ გაძლიერების ხარჯზე ჩნდება დეფეკაციის სურვილი

100 საწყობშია

ნეო პეკეს ყაბზობის/neo peques Transit

39.90

ვრცლად

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი : საფაღარათო საშუალება/ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

შემადგენლობა: თამარინდის ექსტრაქტი (Tamarindus Indica), გულა სოკო (Hericium Erinaceus), ვაშლის პექტინი (Malus Domestica), აჰავას სიროფი

სიროფი შექმნილია აჰავას სიროფის ბაზაზე და არ იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მომატებას

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნეო პეკეს ყაბზობისთვის – მცენარეული შემადგენლობის სიმპტომური საფაღარათე საშუალებაა, რომლის მოქმედებაც მიმართულია ყაბზობის მკურნალობის პროცესში აუცილებელი კომპონენტის –  დეფეკაციის შიშის მოხსნაზე: კუჭ-ნაწლავის კედლის მოტორიკის მოწესრიგებით, ფეკალური მასის კონსისტენციის შეცვლით – დარბილებით და მისი ადვილი გამოძევებით

თამარინდის ექსტრაქტი – უჯრედისის, კალიუმის და B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის ხარჯზე – ფეკალური მასის დარბილებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მოწესრიგებით და ნაწლავური გამავლობის ხანგრძლივობის შემცირებით აუმჯობესებს დეფეკაციის პროცესს

გულა სოკო, იგივე ლომის ფაფარი – პოლისაქარიდების შემცველობის ხარჯზე მონაწილეობას იღებს წვრილ ნაწლავში ამინომჟავების მეტაბოლიზმსა და უტილიზაციაში, არეგულირებს ნაწლავის ნორმალური მიკრობიოტის ბალანსს, ხელს უწყობს მსხვილი და წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას და მისი ბარიერული ფუნქციის გაუმჯობესებას – აქედან გამომდინარე ხელს უწყობს მონელების პროცესს და აუმჯობესებს დეფეკაციას

ვაშლის პექტინი – საჭმლის მომნელებელ სისტემაში   სითხის და ელექტროლიტების კუმულირების ხარჯზეუზრუნველყობს ფეკალური მასის კონსისტენციის შეცვლას, დარბილებას და მის ადვილ გამოძევებას

ჩვენება:  ფუნქციური ყაბზობა გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით:

  • ჩვეული მენიუს შეცვლა
  • არასაკმარისი უჯრედისი და სითხე მენიუში
  • მარცვლეულის, ნახევრად მყარი და მყარი საკვების მიღება
  • ტკივილი დეფეკაციის დროს
  • საზოგადოებრივი საპირფარეშოს გამოყენების დისკომფორტი
  • ნაადრევი ტუალეტის ჩვევების ჩამოყალიბება

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

0 – 2  წელი: 5 მლ 1X დღეში

2 – 5  წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ  1X დღეში

5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად, სასურველია დილით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 15-20 დღე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა:
150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, მარწყვის არომატით №1

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

დატოვეთ კომენტარი