ნაფ სპრეი/NaF SPRAY

55.0039.88

    ერთად ვიზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელი კბილებისთვის

  • ნატრიუმის ფტორიდის (NaF) სახით არსებობა სწრაფ და აბსოლუტურ შეწოვას განაპირობებს და შესაბამისად საუკეთესო და სწრაფ შედეგს უზრუნველყობს

  • ქსილიტოლის არსებობა საუკეთესო საგემოვნო თვისებას განაპირობებს

  • ქსილიტოლის არსებობა დამატებით იცავს ბავშვის კბილებს მეორადი კარიესის განვითარებისგან

  • სპრეის სახით გამოშვების ფორმა მისაღებად და გამოსაყენებლად კომფორტულია და ზუსტი დოზირების განსაზღვრის საშუალებას იძლევა

39 საწყობშია

ნაფ სპრეი/NaF SPRAY

55.0039.88

ვრცლად

 

კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი :  მიკროელემენტები / კარიესის საწინააღმდეგო საშუალება  / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

შემადგენლობა: NaF ( ნატრიუმის ფტორიდი), ქსილიტოლი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნაფ (NaF) სპრეი ევროპული ხარისხის, კომფორტული გამოყენების ორალური სპრეი, რომელიც ორგანიზმში ფტორის ნორმალური დონის შენარჩუნებით ახდენს კბილის კარიესის პრევენციასა და მკურნალობას

NaF ( ნატრიუმის ფტორიდი): ფტორი ზრდის კარიესის მიმართ კბილის წინააღმდეგობის უნარს:

  • ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს
  • მონაწილეობს ფტორაპატიტის (Ca5(PO4)3F) წარმოქმნაში
  • ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას კარიესის წარმოქმნაში მონაწილე მჟავაწარმომქმნელი ბაქტერიების (Sreptococus Mutans) მიმართ
  • ხელს უშლის კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ შაქრის გადამუშავების და მჟავების გამოყოფის პროცესს

ქსილიტოლი: ერთადერთი ნახშირწყალი  საკვები შაქრის იდენტური გემოთი

  • სხვა დამატკბილებლებისგან განსხვავებით იცავს კბილებს კარიესისგან და მინერალების დეფიციტისგან
  • ეფექტურია კარიესით გამოწვეული ბზარების გამოსწორებისათვის
  • ასუფთავებს კბილებს ნალექისგან და აძლიერებს მინანქრის დაცვას
  • სხვა შაქრებისგან განსხვავებით არ იწვევს დუღილის რეაქციას და ხელს უშლის  პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას

ჩვენება:

  • კბილის ამოჭრის დაგვიანება
  • კბილის კარიესი
  • კბილის ემალის ჰიპერმგრძნობელობა
  • თმის ცვენა და მტვრევადობა

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

2 კვ -2წლ: 1 გაფრქვევა დღეში (0.25 მგ F-)

2 – 4 წლ: 2 გაფრქვევა დღეში (0.5 მგ F-)

4 წლ – მოზრდილები: 4 გაფრქვევა დღეში  (1 მგ F-)

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას წყვეტს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტის მიმართ

 გამოშვების ფორმა:

ორალური სპრეი 20 მლ შაქრის არომატით №1

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე

მწარმოებელი: Biotrading,  მარსალა, იტალია

კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

 

დატოვეთ კომენტარი