ნაფ სპრეი/NaF SPRAY
₾55.00
ერთად ვიზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელი კბილებისთვის
-
ნატრიუმის ფტორიდის (NaF) სახით არსებობა სწრაფ და აბსოლუტურ შეწოვას განაპირობებს და შესაბამისად საუკეთესო და სწრაფ შედეგს უზრუნველყობს
-
ქსილიტოლის არსებობა საუკეთესო საგემოვნო თვისებას განაპირობებს
-
ქსილიტოლის არსებობა დამატებით იცავს ბავშვის კბილებს მეორადი კარიესის განვითარებისგან
-
სპრეის სახით გამოშვების ფორმა მისაღებად და გამოსაყენებლად კომფორტულია და ზუსტი დოზირების განსაზღვრის საშუალებას იძლევა
39 საწყობშია
ვრცლად
კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი : მიკროელემენტები / კარიესის საწინააღმდეგო საშუალება / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
შემადგენლობა: NaF ( ნატრიუმის ფტორიდი), ქსილიტოლი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნაფ (NaF) სპრეი – ევროპული ხარისხის, კომფორტული გამოყენების ორალური სპრეი, რომელიც ორგანიზმში ფტორის ნორმალური დონის შენარჩუნებით ახდენს კბილის კარიესის პრევენციასა და მკურნალობას
NaF ( ნატრიუმის ფტორიდი): ფტორი ზრდის კარიესის მიმართ კბილის წინააღმდეგობის უნარს:
- ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს
- მონაწილეობს ფტორაპატიტის (Ca5(PO4)3F) წარმოქმნაში
- ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას კარიესის წარმოქმნაში მონაწილე მჟავაწარმომქმნელი ბაქტერიების (Sreptococus Mutans) მიმართ
- ხელს უშლის კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ შაქრის გადამუშავების და მჟავების გამოყოფის პროცესს
ქსილიტოლი: ერთადერთი ნახშირწყალი საკვები შაქრის იდენტური გემოთი
- სხვა დამატკბილებლებისგან განსხვავებით იცავს კბილებს კარიესისგან და მინერალების დეფიციტისგან
- ეფექტურია კარიესით გამოწვეული ბზარების გამოსწორებისათვის
- ასუფთავებს კბილებს ნალექისგან და აძლიერებს მინანქრის დაცვას
- სხვა შაქრებისგან განსხვავებით არ იწვევს დუღილის რეაქციას და ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას
ჩვენება:
- კბილის ამოჭრის დაგვიანება
- კბილის კარიესი
- კბილის ემალის ჰიპერმგრძნობელობა
- თმის ცვენა და მტვრევადობა
მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
2 კვ -2წლ: 1 გაფრქვევა დღეში (0.25 მგ F-)
2 – 4 წლ: 2 გაფრქვევა დღეში (0.5 მგ F-)
4 წლ – მოზრდილები: 4 გაფრქვევა დღეში (1 მგ F-)
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას წყვეტს მკურნალი ექიმი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტის მიმართ
გამოშვების ფორმა:
ორალური სპრეი 20 მლ შაქრის არომატით №1
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე
მწარმოებელი: Biotrading, მარსალა, იტალია
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი