ფემარინი/Femarine

 იმკურნალე უსაფრთხოდ და ეფექტურად

  • უზრუნველყობს უშუალოდ ენდომეტრიუმში პროგესტერონის სწრაფ და ხარისხიან მიწოდებას

  • ჰორმონის მაღალი კონცენტრაციის მიღწევა და შესაბამისად სწრაფი ეფექტი

  • უმტკივნეულო და მარტივი გამოსაყენებლად

  • გააჩნია უსაფრთხოების მაღალი პროფილი

  • ხასიათდება ნაკლები გვერდითი მოვლენებით და ალერგიული რეაქციებით

  • გააჩნია ერთჯერადი სადღეღამისო დოზირების მეთოდი

ვრცლად

საერთაშორისო დასახელება: Progesterone

მოქმედი ნივთიერება:  Progesterone

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:   სასქესო ჰორმონების პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 200 მგ ვაგინალური ტაბლეტი #30, აპლიკატორთან ერთად

დამხმარე ნივთიერებები:  ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ფემარინი – წარმოადგენს პრეპარატს რომელიც შედგება სინთეზურად მიღებული ქალის ბუნებრივი სქესობრივი ჰორმონ- პროგესტერონისგან. ორგანიზმში პროგესტერონი მოქმედებს სპეციფიკური რეცეპტორების მეშვეობით რომელიც მდებარეობს, მაგალითად საშვილოსნოში, სარძევე ჯირკვლებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ჰიპოფიზში. პროგესტერონის ყველაზე მნიშვნელოვან ეფექტი რეპროდუქციულ ორგანოებზე შემდეგია: იგი შესაძლებელს ხდის ოვულაციას, საშვილოსნოს ლორწოვანის ტრანსფორმაციას (ენდომეტრიუმი), ხელს უწყობს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას, აინჰიბირებს ესტროგენების მიერ საშვილოსნოს ლორწოვანის გასქელებას, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის და საშოს ეპითელიუმის ციკლის ცვლილებას, პროგესტერონი და ესტროგენები ასევე მოქმედებენ სარძევე ჯირკვლებზე, ასტიმულირებენ ჯირკვლების და სადინარების ეპითელიუმის ზრდას და ლაქტაციას. პროგესტერონი წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც აუცილებელია ენდომეტრიუმის სათანადოდ მოსამზადებლად ემბრიონის მისამაგრებლად და ორსულობის შესანარჩუნებლად: იგი ხელს უშლის ორსულის საშვილოსნოს სპონტანურ შეკუმშვით აქტივობებს, ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლის ელემენტების განვითარებას, აინჰიბირებს დედის იმუნურის სისტემის მხრიდან რეაქციას ნაყოფის ანტიგენების მიმართ, წარმოადგენს ძირითად ნივთიერებას ნაყოფის ჰორმონების წარმოქმნისთვის და ხელს უწყობს მშობიარობის დაწყებას. პროტეინლიპაზას სტიმულირებით ზრდის ცხიმის მარაგს, გლუკოზას უტილიზაციას, ბაზალური და სტიმულირებული ინსულინის კონცენტრაციის მომატებით, ხელს უწყობს ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას, ზრდის ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავებას; ააქტიურებს სარძევე ჯირკვლების აცინუსების სეკრეტული განყოფილების ზრდას და აინდუცირებს ლაქტაციას.

ჩვენება:

  • ენდოგენური პროგესტერონის დეფიციტით განპირობებული მენსტრუალური ციკლის დარღვევა
  • მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), პრემენსტრუალური სინდრომი და საშვილოსნოს ფუნქციური სისხლდენა
  • ენდომეტრიოზი
  • in vitro განაყოფიერება, ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისთვის მზადების დროს
  • ლუთეინური ფაზის უკმარისობა
  • დამატებითი ან ჩანაცვლებითი თერაპია პროგესტერონით
  • სპონტანური ან მოსალოდნელი აბორტის პროფილაქტიკა
  • პრემენოპაუზის პერიოდში ლუთეინური ფაზის უკმარისობა
  • ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია პოსტმენოპაუზის დროს ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში

 დოზირება და მიღების წესი: 1 ვაგინალური ტაბლეტი 1ჯერ დღეში, მოთავსდეს საშოში თანდართული აპლიკატორის მეშვეობით.

აპლიკატორი წარმოადგენს პირადი გამოყენების საგანს და განკუთვნილია მხოლოდ ერთი პაციენტისთვის. ორსულებში შეშუპებული საშვილოსნოს ყელის გამო, რეკომენდებულია ფემარინის გამოყენება საჩვენებელი თითის დახმარებით.

 აპლიკატორის გამოყენების წესი:

  1. ამოიღეთ აპლიკატორი
  2. მოათავსეთ ფემარინის ტაბლეტი აპლიკატორის ბოლოში. ტაბლეტი უნდა მიეკროს აპლიკატორის კედლებს ისე რომ არ გადმოვარდეს
  3. მოათავსეთ აპლიკატორი საშოში მოსახერხებელ პოზიციაში (დგომით, მჯდომარე, ზურგზე მწოლიარე პოზიციაში მოხრილი ფეხებით)
  4. შეიყვანეთ აპლიკატორი საშოში ისე, რომ ამობურცული ხაზი იყოს სასქესო ბაგეების დონეზე
  5. მიაწექით აპლიკატორის დგუშს, იმისათვის რომ გამოვიდეს ტაბლეტი
  6. შემდეგ გამოიღეთ აპლიკატორი, გარეცხეთ თბილი, გამდინარე წყლით და გაამშრალეთ რბილი ქსოვილით
  7. შეინახეთ აპლიკატორი შემდგომი გამოყენებისთვის

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას გამოვლენილი  არასასურველი ეფექტები პრეპარატის დოზის შემცირებისას  სპონტანურად ქრება

უკუჩვენება:

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ
  • გაურკვეველი გენეზის ვაგინალური სისხლდენები სქესობრივი გზებიდან
  • არასრული აბორტი, პორფირია
  • სარძევე ჯირკვლებისა და სასქესო ორგანოების დადგენილი ან სავარაუდო ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები
  • ღვიძლის მწვავე უკმარისობა
  • ლაქტაციის პერიოდი

 გვერდითი მოვლენები:

  • ალერგიული რეაქციები
  • ძილიანობა – თავის ტკივილი და თავბრუსხვევა – კონცენტრაციის და ყურადღების გაფანტულობა – შფოთვა – დეპრესია

ორსულობა და ლაქტაცია:

ფემარინის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. პროგესტერონის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში უსაფრთხოა. ფემარინის გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია, რადგან ეს ჰორმონი გამოიყოფა დედის რძეში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია კოლოფზე. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით

მწარმოებელი:  Pabianickie Zakłady Farmaceutyczne Polfa S.A. პოლონეთი

კომპანია:  ფარდი მედიქალსი, დიდი ბრიტანეთი

დატოვეთ კომენტარი